
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად შემცირდა.
TBC Capital-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, იანვარ-სექტემბერში საქართველომ ელექტროენერგია მხოლოდ რუსეთისგან იყიდა, აღნიშნული კი თითქმის სრულად აფხაზეთმა მოიხმარა.
კერძოდ, 9 თვეში საქართველომ რუსეთისგან 601 გვტ.სთ. ელექტროენერგიაა იყიდა, რაშიც 800 000 დოლარი გადაიხადა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც გასულ წელს ელექტროენერგიის მთლიანი იმპორტის ღირებულება 42 მილიონი დოლარი იყო, საიდანაც უშუალოდ რუსეთზე 22 მილიონი დოლარი მოდიოდა. ამასთან, გასულ წელს საქართველომ ელექტროენერგია სომხეთისგან და აზერბაიჯანისგანაც იყიდა.
რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, ქვეყანამ 103.3 მილიონი დოლარის ღირებულების 1.5 ტვტ.სთ. ელექტროენერგია გაყიდა. მოხმარება კი შენელდა და წლიურად 8.3%-ით, 9.8 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. მიმოხილვის თანახმად, ამავე პერიოდში, გენერაციამ, მეტწილად თბოგენერაციის ხარჯზე, 11.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია, რაც წლიურად 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.