LIVE

TBC Capital: 9 თვეში საქართველომ რეკორდული, $103.3 მილიონის ელექტროენერგია გაყიდა

02 ნოე 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 538

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან რეკორდული, 103.3 მლნ დოლარის ელექტროენერგიაა ექსპორტირებული. წინა წელთან შედარებით, მაჩვენებელი გაზრდილია. 

TBC Capital-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, შემოსავლების ზრდის ძირითადი ფაქტორი თურქეთში არსებული მაღალი ფასებია.

9 თვეში ასევე რეკორდული იყო ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა და 1468 გვტ.სთ. შეადგინა. ძირითადი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, შემდეგ კი აზერბაიჯანი და სომხეთი.

„თურქული ლირის გაუფასურება და ბუნებრივ აირზე მაღალი ფასები ელექტროენერგიის ფასზე აისახა, რაც ექსპორტიორებისთვის დამატებითი სტიმულია. თურქეთთან სატრანზიტო და საექსპორტო ვაჭრობამ 2022 წელს 4 ტვტ.სთ-ს მიაღწია, ხოლო 2023 წლის 9 თვეში - 3.3 ტვტ.სთ-ს“, - აცხადებენ TBC Capital-ში. 

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში იანვარ-სექტემბერში 601 გვტ.სთ. ელექტროენერგიაა იმპორტირებული და ის თითქმის სრულად აფხაზეთმა მოიხმარა. აღსანიშნავია, რომ წელს იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან განხორციელდა, რაშიც საქართველომ 800 000 დოლარი გადაიხადა.