LIVE

2022 წელს მეცნიერულ კვლევებზე ₾171 მლნ დაიხარჯა - საქსტატი

01 ნოე 202314:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 209
2022 წელს მეცნიერულ კვლევებზე ₾171 მლნ დაიხარჯა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში მეცნიერულ კვლევებზე 63 დაწესებულების მიერ 171 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს მაჩვენებელი 13.2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემს.

ამასთან, 7.5%-ით გაიზარდა კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხვი და 15 099 ადამიანი შეადგინა. აქედან მკვლევართა რაოდენობა 12 911-ია, საიდანაც 53.9% ქალი, ხოლო 46.1% კაცია.

მკვლევრები განათლების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • დოქტორი და მასთან გათანაბრებული - 68.6%;
  • მაგისტრი და მასთან გათანაბრებული - 28.6%;
  • ბაკალავრი და მასთან გათანაბრებული - 2.8%.

მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი - 24.4% სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 3.6%-ია დასაქმებული.

სხვა სამეცნიერო სფეროებში მკვლევართა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება - 20.5%;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 19.9%;
  • ინჟინერია და ტექნოლოგია - 16.9%;
  • სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები - 14.6%.