LIVE

Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთიდან EU-ში სილამაზის პროდუქტების ექსპორტი £850 მილიონით შემცირდა

29 ოქტ 202316:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 236
Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთიდან EU-ში სილამაზის პროდუქტების ექსპორტი £850 მილიონით შემცირდა

Brexit-ის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოდან ევროკავშირში კოსმეტიკისა და პირადი მოხმარების ნივთების ექსპორტი £850 მილიონით შემცირდა

ბრიტანეთის სილამაზის საბჭოს ინიციატივით, Oxford Economics-ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2017-2022 წლებში გაერთიანებული სამეფოს ბიზნესი გაზრდილი სავაჭრო ბარიერების წინაშე აღმოჩნდა.

"პრობლემა კოვიდი არ არის, ბრექსიტი არის პრობლემა", - ამბობს ბრიტანეთის სილამაზის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი მილი კენდალი.

ანგარიშში, რომელიც დაფინანსებულია ისეთი ბრენდების მიერ, როგორიცაა SpaceNK და L'Oreal, აჩვენებს, რომ Brexit-ის რეფერენდუმის შემდეგ, დიდი ბრიტანეთიდან ევროკავშირში პირადი მოხმარების საშუალებების ექსპორტი უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნაწილთან.

საბჭომ კვლევის შედეგები გაასაჯაროვა ბრიტანეთის სილამაზის კვირეულზე, მას შემდეგ, რაც მოდელი ქეით მოსი ინდუსტრიის გლობალურ ელჩად გამოაცხადა. 

Brexit-ის შემდეგ ვაჭრობაში არსებულ ბარიერები სილამაზის სფეროს ბიზნესისთვის განსაკუთრებით პრობლემურია, რაზეც მრავალი მცირე და საშუალო ზომის კომპანია საუბრობს. 

ბრენდი Skinesis-ის დამფუძნებელი სარა ჩეპმენი ამბობს, რომ ესპანეთში გაყიდვები შეწყვიტა. მას პრობლემები აქვს იტალიაში და სხვა ქვეყნებში გაგზავნასთან დაკავშირებითაც. 

"დისტრიბუტორები გვეუბნებიან, რომ თუ ევროკავშირში საწყობს არ მოვაწყობთ, ჩვენთან აღარ იმუშავებენ", - ამბობს ჩეპმენი. 

მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა შეკვეთა საბაჟოზე სამი თვის განმავლობაში შეფერხებულა. მსგავსი გამოცდილების შემდეგ, ბრენდი მომხმარებლებს კარგავს, რითაც 2008 წელს შექმნილი ბიზნესი, რომელსაც 60 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მნიშვნელოვნად ზარალდება. 

ანგარიშის თანახმად, 2010-2016 წლებში, გაერთიანებული სამეფოდან პირადი მოხმარების საგნების ექსპორტი ევროპის ბაზარზე 3.1%-ით, დანარჩენ მსოფლიოში კი საშუალოდ წლიურად 5.3%-ით გაიზარდა. მას შემდეგ ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი თანდათან მცირდება.