
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, მოლოდინია, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება. მისი თქმით, ახლა საქართველოში ინფლაციური წნეხი მოხსნილია.
„მოლოდინი გვაქვს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა. მთავარი კითხვაა, ეს რამდენად სწრაფად მოხდება.
ვინაიდან დღეისათვის საქართველოში ინფლაციური წნეხი მოხსნილია, მოლოდინი გვაქვს, რომ შემცირების კუთხით წავა, რაც ძალიან კარგი იქნება ქართველო მომხმარებლებისთვის და ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც ლარში აქვთ დაფინანსება“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.7% შეადგინა.