LIVE

2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 44 802 ვაკანსია გამოქვეყნდა - PMC

29 ოქტ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 335
2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 44 802 ვაკანსია გამოქვეყნდა - PMC

2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 44 802 ვაკანსია გამოქვეყნდა. PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის თანახმად, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 5.4%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება თვის ჭრილში ზრდას, 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, 10.7%-ით მეტია აგვისტოში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობაზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა 5.7% იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში 11 580 ვაკანსია გამოქვეყნდა - გაყიდვების/შესყიდვების კატეგორიაში, 10 438 ვაკანსია - ადმინისტრაციის/მენეჯმენტის კატეგორიაში, 8 178 ვაკანსია კი - ფინანსების/სტატისტიკის კატეგორიაში.