LIVE

SpaceX-მა მომავალ წელს კოსმოსში შესაძლოა ევროპული თანამგზავრები გაუშვას

24 ოქტ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 458
SpaceX-მა მომავალ წელს კოსმოსში შესაძლოა ევროპული თანამგზავრები გაუშვას

ამერიკულმა კოსმოსურმა კომპანია, SpaceX-მა ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA), მომავალ წელს ოთხი თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, შეთანხმება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობისა და ევროკომისიის დამტკიცების საფუძველზე შევა ძალაში.

უცხოური მედიის ცნობით, SpaceX-ი Falcon 9-ის ორი რაკეტის გაშვებას გეგმავს, რომელიც Galileo-ს თანამგზავრებით იქნება აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ ევროპის კოსმოსური სააგენტოს Galileo-ს თანამგზავრები მთელ მსოფლიოში სანავიგაციო სერვისებს უზრუნველყოფს.

აშშ-სა და ჩინეთის კოსმოსის კვლევითი მიღწევების ფონზე, ევროპას უჭირს თავისი ამბიციების განხორციელება. სააგენტომ 2 ოქტომბერს დაგეგმილი, რაკეტა Ariane 6-ის გაშვება, 23 ნოემბრამდე ჰიდრავლიკური აღჭურვილობის პრობლემის აღმოჩენის გამო გადადო. თანამგზავრი Galileo სწორედ Ariane 6-ის რაკეტით უნდა გაეშვათ კოსმოსში.