LIVE

Tesla-ს აქციების ვარდნის გამო, მასკი ერთ დღეში $16 მილიარდით გაღარიბდა

20 ოქტ 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 547
Tesla-ს აქციების ვარდნის გამო, მასკი ერთ დღეში $16 მილიარდით გაღარიბდა

ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $16.1 მილიარდით შემცირდა. პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ქონება ახლა $209.6-ს მილიარდს შეადგენს. 

ქონების სწრაფი ვარდნა Tesla-ს აქციების 9.3%-ით გაუფასურებას უკავშირდება. ილონ მასკი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის 13%-ს ფლობს. მილიარდერის ქონების უდიდესი წილი სწორედ Tesla-ზე მოდის. 

თავის მხრივ, Tesla-ს აქციების ვარდნა კომპანიის მესამე კვარტლის მოსალოდნელზე ნაკლებმა შემოსავლებმა და გაყიდვებმა გამოიწვია. აღნიშნულ კვარტალში 1 აქციაზე შემოსავალმა 73 ცენტის ნაცვლად, 66 ცენტი შეადგინა. მე-3 კვარტალში ავტომწარმოებელმა მოსალოდნელი $24.06 მილიარდის ნაცვლად, $23.4 მილიარდის შემოსავლები მიიღო. მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი, წლიურად 13%-ით გაიზარდა. 

აქციების ვარდნის მიუხედავად, Tesla ყველაზე ძვირადღირებულ ავტომწარმოებლად რჩება. მისი კაპიტალიზაცია დაახლოებით $690 მილიარდს შეადგენს.