LIVE

ივანიშვილის "ქართუმ" შპს "სულაჟერში" ხიდაშელის პარტნიორობა შეწყვიტა

19 ოქტ 202316:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 364
ივანიშვილის "ქართუმ" შპს "სულაჟერში" ხიდაშელის პარტნიორობა შეწყვიტა

ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" შპს "სულაჟერში" ბიზნესმენ დავით ხიდაშელის პარტნიორი აღარ არის. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად კომპანიის 10%-ს ფლობს შპს ბიო-სამედიცინო კორპორაცია, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით ხიდაშელია. "სულაჟერის" 90%-იანი წილის მფლობელი კი ალექსანდრე თავართქილაძეა. 

კომპანიის მეწილეების მონაცემებში ცვლილება 2023 წლის 17 ოქტომბერს შევიდა. 

გასული წლის მონაცემებით, "სულაჟერის" 35-35%-ს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" და შპს ბიო-სამედიცინო კორპორაცია ინაწილებდნენ, 30%-ს კი ალექსანდრე თავართქილაძის შპს ჰერბსვისდომ ფლობდა. 

"სულაჟერი" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატის წარმოებისთვის შეიქმნა.