LIVE

სექტემბერში ბათუმში ბინების გაყიდვები 31%-ით შემცირდა - Colliers Georgia

20 ოქტ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 501
სექტემბერში ბათუმში ბინების გაყიდვები 31%-ით შემცირდა - Colliers Georgia

ბათუმში, 2023 წლის სექტემბერში, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 31%-ით იკლო. ზღვისპირა ქალაქში ერთ თვეში 1 163 ბინა გაიყიდა.  

Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, გასულ თვეში ბაზრის ზომა 53 მლნ დოლარამდე, 30%-ით შემცირდა.  

თვის მიმოხილვა აჩვენებს, რომ სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 32%-ით იკლო, ძველი ბინების შემთხვევაში კი გაყიდვები 20%-ითაა შემცირებული. 

რაც შეეხება ფასს, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 7%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ზე 940 დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 13%-ით, 751 დოლარამდეა მომატებული.