LIVE

ბათუმში 3 თვეში 3 871 ბინა გაიყიდა - ტრანზაქციები შემცირდა, ფასი კი გაიზარდა

17 ოქტ 202314:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 343
ბათუმში 3 თვეში 3 871 ბინა გაიყიდა - ტრანზაქციები შემცირდა, ფასი კი გაიზარდა

ბათუმში 2023 წლის III კვარტალში საცხოვრებელი ბინების გაყიდვებმა წლიურად 18%-ით იკლო. 3 თვეში ზღვისპირა ქალაქში სულ 3 871 ბინა გაიყიდა. რაც შეეხება ბაზრის ზომას, Colliers Georgia-ს მონაცემებით, ის 19%-ით, 164 მლნ დოლარამდე შემცირდა.  

აღსანიშნავია, რომ ზღვისპირა ქალაქში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ითაა შემცირებული, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-იანი კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება ფასს, ბათუმში ივლისი-სექტემბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ზე 969 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი ღირებულებამ 7%-ით, 711 დოლარამდე მოიმატა.