
თბილისში 2023 წლის III კვარტალში 10 114 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვებმა 13%-ით იკლო. ამასთან, 11%-ით, 549 მლნ დოლარამდე შემცირდა ბაზრის ზომა.
Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, ივლისი-სექტემბრის პერიოდში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციებმა წლიურად 7%-ით იკლო, ძველ პროექტებში კი - 23%-ით.
რაც შეეხება ფასს, დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა. ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ხოლო ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში 3%-იანი და 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.