LIVE

რიკოთზე მსუბუქი და სამგზავრო ტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი გაუქმდა

12 ოქტ 202311:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 730
რიკოთზე მსუბუქი და სამგზავრო ტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი გაუქმდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დღეიდან გაუქმდა.

უწყების განმარტებით, სპეციალური რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მიიღეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება. 

სპეციალური რეჟიმი უქმდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის და შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

რაც შეეხება მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს, მათთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი ძალაში რჩება, თუმცა იზრდება 4 საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი.

ინფორმაციისთვის, რიკოთის საავტომობილო გზაზე სპეციალური რეჟიმი მიმდინარე წლის აპრილში ამოქმედდა.