LIVE

Netflix-ისთვის ანგარიშის გაზიარების დაბლოკვა, შესაძლოა, სარისკო იყოს

16 მარ 202119:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 509
Netflix-ისთვის ანგარიშის გაზიარების დაბლოკვა, შესაძლოა, სარისკო იყოს
Bloomberg

Netflix მალე გაარკვევს მისი მომხარებლების რა ნაწილია თანახმა  მისი მომსახურებით სარგებლობისთვის გადაიხადოს.

ვიდეო სტრიმინგის გიგანტი უფრო მკაცრად აპირებს გააკონტროლოს ანგარიშის პაროლის გაზიარება მომხარებლებს შორის, რაც არაგადამხდელ მაყურებლებს გამოწერის ყიდვისკენ უბიძგებს. კომპანია ფუნქციას, რომელიც პაროლის გაზიარების პრაქტიკას აღმოფხვრის, სატესტო რეჟიმში ცდის.

Wall Street-ის მთავარი კითხვა არის ის, თუ რამდენი ასეთი მომხხარებელი გადაწყვეტს გამოწერის ყიდვას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ უმეტესობა უარს არ იტყვის Netflix-ის შოუებზე, როგორიცაა "Bridgerton" ან "The Queen’s Gambit", ეს კითხვა მაინც გაურკვევლობას ბადებს. განსაკუთრებით იმ დროს, როცა კონკურენტი სერვისები მილიონობით აბონენტს იზიდავენ.

საყურადღებოა ისიც, რომ Netflix ჯერჯერობით სუსტად პერფორმირებს, რასაც ინვესტორები პოსტ პანდემიურ მდგომარეობას მიაწერენ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში Netflix-ის აქციები დაახლოებით 3% -ით გაიზარდა, Nasdaq 100 Index- ის 13% -იან ზრდასთან შედარებით. ორშაბათს აქციები 0.4% -ით დაეცა.

Benchmark-ის მეთიუ ჰარიგანი ვარაუდობს, რომ საფონდო ბირჟაზე კომპანიის სუსტი პერფორმანსი გაგრძელდება, რადგან Covid-19 ვაქცინების გავრცელების ფონზე, მომხარებლები სახლში ნაკლებად რჩებიან. მან აღნიშნა, რომ პაროლის გაზიარების გაუქმებამ შეიძლება Netflix– ის ფასდების ძალა შეასუსტოს.

თუმცა, BMO Capital Markets უფრო ოპტიმისტურია და ამბობს, რომ ამ სტრატეგიას შეუძლია ხელი შეუწყოს აბონენტთა მთლიანი რაოდენობის ზრდას. Bloomberg Intelligence- მა კი ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ პაროლის გაზიარების ახლმა სტრატეგიამ შეიძლება Netflix– ის შემოსავალი 10% -ით გაზარდოს, თუმცა ეს ნაბიჯი ასევე ქმნის მომხარებლის გაუცხოების საფრთხესაც.

პროგნოზები განსხვავდება იმის შესახებაც, თუ მომხმარებლების რა პროცენტი აზიარებს თავიანთ ანგარიშებს მათი ოჯახის გარეთ მყოფ ადამიანებთან. Bloomberg Intelligence- ის მიხედვით, Netflix- ის 74 მილიონი მომხმარებლიდან დაახლოებით 20% -დან 30% -მდე  აზიარებს საკუთარი ანგარიშის  ინფორმაციას, ხოლო ბაზრის შემსწავლელი ფირმა Magid-ი, გასულ წელს ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე ადგენს, რომ ამას აბონენტების მესამედი აკეთებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაიან ვლასტელიკა