
ახალი ზელანდია მორიგი კოვიდ აფეთქებასთან გასამკლავებლად მზად არის. შემდეგი ტალღას ქვეყანა ზაფხულის არდადაგების პერიოდში ვარაუდობს.
„საყოველთაო ძალისხმევის მიუხედავად, ვირუსი საზღვარგარეთ გავრცელებას განაგრძობს, რაც ჩვენს ქვეყანაში ახალი შემთხვევების რისკს ზრდის. ზაფხულის არდადეგები კოვიდ აფეთქებასთან ბრძოლაში განსაკუთრებული გამოწვევა იქნება. ბევრი ჩვენგანი დაიწყებს მოგზაურობას, თავშეყრას, ჩატარდება ფესტივალები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გავლენ დამსახურებულ შვებულებაში“ - განაცხადა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მდივანმა კრის ჰოპკინსმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო: ადამიანური და მატერიალური რესურსი მობილიზებულია, მიწოდების ჯაჭვი - შევსებული. ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა კი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ამოქმედდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეთიუ ბროკეტი