LIVE

ბრიტანეთი რუსეთს ქვეყნის მთავარ საფრთხედ აცხადებს

16 მარ 202118:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 559
ბრიტანეთი რუსეთს ქვეყნის მთავარ საფრთხედ აცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთს უსაფრთხოების მთავარ პრობლემად აცხადებს და აანონსებს ბირთვული იარაღის შექმნას, მაღალტექნოლოგიურ და კიბერსივრცეში გაძლიერებას. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა სამხედრო და საგარეო პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვის დროს განაცხადა.

„რუსეთი ყველაზე მწვავე საფრთხეა რეგიონში და ჩვენ ვითანამშრომლებთ NATO-ს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ დასავლეთის ერთიანი რეაგირება, რაც გააერთიანებს სამხედრო, სადაზვერვო და დიპლომატიურ ძალისხმევას“ - წერია დოკუმენტში. ასევე, ბრიტანეთი აპირებს მოკავშირეებთან ერთად რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლას.

შემაკავებელი სტრატეგიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი გაზრდის ბირთვული ქობინების რაოდენობას 260-მდე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადრე გაცხადებულ მიზანს - ქობინების 180-მდე ზრდის შესახებ.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამეფო ფლოტი შეინახავს ოთხ ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ბალისტიკური რაკეტის წყალქვეშა ნავს, საიდანაც დაიწყებს საბრძოლო მასალების გაშვებას.

საკუთარი მიზნების მისაღწევად ბრიტანეთი მომდევნო 4 წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯებს 24 მილიარდი გირვანქა სტერლინგით  გაზრდის. ასევე, მთავრობა 5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ჩადებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარებაში, სულ მცირე 17 მილიარდ გირვანქა სტერლინგს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის, ხოლო 13 მილიარდ გირვანქა სტერლინგს Covid-19-თან საბრძოლველად.