LIVE

ისრაელის შეკელი დოლართან მიმართებით 8-წლიან მინიმუმზე დაეცა

09 ოქტ 202310:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 1155
ისრაელის შეკელი დოლართან მიმართებით 8-წლიან მინიმუმზე დაეცა

ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა და 8-წლიან მინიმუმზეა.

ორშაბათს 1 დოლარის ღირებულებამ 3,9230 შეკელს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2016 წლის თებერვლის შემდეგ. მოგვიანებით, ცენტრალური ბანკის სტაბილიზაციის პროგრამის დამსახურებით, შეკელის კურსი დოლართან მიმართებით 3,9050-მდე ჩამოვიდა. ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა 30 მილიარდი დოლარის გაყიდვა დააანონსა.

7 ოქტომბერს ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. დაშავებულთა რიცხვი კი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.