LIVE

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ ომში ვართ

07 ოქტ 202312:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 376
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ ომში ვართ

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, ომში", - ამბობს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) გამოაქვეყნა. 

მიმართვაში ნეთანიაჰუმ ისრაელის ყველა მოქალაქეს არმიისა და შიდა სარდლობის მითითებების დამორჩილებისკენ მოუწოდა. 

სარაკეტო თავდასხმა ღაზას სექტორიდან დღეს გამთენიისას დაიწყო. პალესტინური დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, რომ 20 წუთის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა გაუშვეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელში სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა, ხოლო 6 დაიღუპა. ზოგიერთ დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.