
PMC კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულ ეკონომისტების გამოკითხვაში მუშახელის დეფიციტი საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მაღალ საფრთხედ გამოკითხულების 36%-მა, ხოლო მაღალ საფრთხედ - 57%-მა დაასახელა.
ეკონომისტების 7% მუშახელის დეფიციტს ზომიერ საფრთხედ მიიჩნევს.
ამასთან, გამოკითხული ეკონომისტების თითქმის 78%-მა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ დაასახელა.
ეკონომისტების ნახევარმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის.
იმავე ოდენობის რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ცხოვრების ხარჯების ზრდა მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის.
კვლევის თანახმად, ეკონომისტების 50% ფიქრობს, რომ ინფლაციური რისკები საერთოდ არ არის საფრთხე ან მხოლოდ დაბალ საფრთხეს წარმოადგენს.
რესპონდენტების 29%-მა გაცვლითი კურსის მერყეობა დაბალ საფრთხედ შეაფასა.