LIVE

რუსეთმა დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა მოხსნა

06 ოქტ 202313:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 382
რუსეთმა დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა მოხსნა

რუსეთმა დიზელის ექსპორტის დროებითი აკრძალვა გააუქმა. ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა კი, ძალაში რჩება.

ცნობისთვის, რუსეთმა საზღვაო გზებით ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა 21 სექტემბერს დააწესა. მიზეზად ადგილობრივ ბაზარზე საწვავის დეფიციტის პრობლემა და გაზრდილი ფასები სახელდებოდა. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის შემდეგ რუსეთი გლობალურად საზღვაო გზით საწვავის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია; შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დროებითი აკრძალვა დაწესდა ექსპორტზე, მსოფლიოში საწვავის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, მათ შორის საქართველოშიც, რომლისთვისაც რუსეთი საწვავის მთავარი მიმწოდებელია, ექსპორტის აკრძალვამ მიწოდების შეზღუდვისა და, შესაბამისად, ფასების ზრდის მოლოდინები გააჩინა. 

ცნობისთვის, საწვავი რუსეთის უდიდესი საექსპორტო პროდუქტია. გასულ წელს ქვეყანამ ექსპორტზე 35 მილიონი ტონა დიზელი და 4.8 მილიონი ტონა ბენზინი გაიტანა. 

მას შემდეგ, რაც დიზელის ექსპორტის აკრძალვა გაუქმდა, გლობალურად ნავთობის ფასები შემცირდა. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა დღეს 0.08%-ით დაიკლო და ბარელზე $84.01 შეადგინა.