
სატელევიზიო შოუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უძრავი ქონება, Netflix-ის სერიალის, Sex Education-ის სახლი იყიდება. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება £1.5 მილიონია.
ეს სახლი სერიალის მთავარი პერსონაჟის, ოტისისა და დედამისის, ჯინის საცხოვრებელია. ტყისპირა სახლი, რომელიც მდინარე უაის გადაჰყურებს ინგლისში ჰერეფორდშირის მხარეში მდებარეობს.
სახლის გარეთ ტერიტორია ჯამში 1,8 ჰექტარს ფარავს, სადაც ე.წ. საზაფხულო სახლი, 2 სათბური და ძველი ხეხილის ბაღი მდებარეობს.
პოტენციურ მყიდველს ასევე შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ძველი სამლოცველო, რომელიც სახლისკენ მიმავალი გრძელი სავალი ბილიკის მეორე ბოლოში მდებარეობს. თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამლოცველოს შეძენისთვის „დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო“.
„ის ფაქტი, რომ სახლი ასეთი ცნობილია, უფრო მიმზიდველს ხდის მას. იშვიათი შესაძლებლობაა ფლობდე ასეთ სანახაობრივ სახლს, რომელსაც მდინარეზე საოცარი ხედი აქვს და კერძო ტყითაა შემოსაზღვრული“,- თქვა ჯეიმს ტუგუდმა, უძრავი ქონების სააგენტოს Knight Frank-ის ბრისტოლის ოფისის ხელმძღვანელმა.