ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2024 წელს მთავრობის ვალი 3 მლრდ 498 მლნ ლარით იზრდება და მომავალ წლის ბოლოსთვის 32 მლრდ 633 მლნ ლარი იქნება.
დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს მთავრობის საგარეო ვალი 1 მლრდ 998 მლნ ლარით გაიზრდება, ხოლო საშინაო ვალი - 1 მლრდ 500 მლნ ლარით.
მთავრობის საგარეო ვალი
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 22 მლრდ 683 მლნ ლარი იქნება.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო კრედიტების სახით 1 მლრდ 548 მლნ ლარის, ხოლო ბიუჯეტის დახმარების სახით 450 მლნ ლარის კრედიტის აღებას.
2024 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობას მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ 17 მლრდ 223 მლნ ლარის ვალი ექნება. კერძოდ:
- აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 6 მლრდ 192 მლნ ლარი;
- აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - 528 მლნ 686 ათასი ლარი;
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 625 მლნ 868 ათასი ლარი;
- ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 2 მლრდ 999 მლნ ლარი;
- ევროგაერთიანება (EU) - 379 მლნ 329 ათასი ლარი;
- მსოფლიო ბანკი (WB) - 5 მლრდ 873 მლნ ლარი;
- სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 102 მლნ 539 ათასი ლარი;
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 475 მლნ 506 ათასი ლარი;
- ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 38 მლნ 691 ათასი ლარი;
- სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 8 მლნ 574 ათასი ლარი.
მთავრობის პროგნოზით, 2024 წლის ბოლოსთვის, ორმხრივი კრედიტორების მიმართ 4 მლრდ 119 მლნ ლარის საგარეო ვალი ექნება. კერძოდ:
- სომხეთი - 2 მლნ 723 ათასი ლარი;
- აზერბაიჯანი - 3 მლნ 087 ათასი ლარი;
- ავსტრია - 28 მლნ 378 ათასი ლარი;
- საფრანგეთი - 2 მლრდ 030 მლნ ლარი;
- გერმანია - 1 მლრდ 625 მლნ ლარი;
- ირანი - 2 მლნ 252 ათასი ლარი;
- იაპონია - 336 მლნ 321 ათასი ლარი;
- ყაზახეთი - 3 მლნ 358 ათასი ლარი;
- ქუვეითი - 44 მლნ 266 ათასი ლარი;
- ნიდერლანდების სამეფო - 68 ათასი ლარი;
- რუსეთი - 21 მლნ 103 ათასი ლარი;
- თურქეთი - 6 მლნ 012 ათასი ლარი;
- თურქმენეთი - 566 ათასი ლარი;
- ამერიკის შეერთებული შტატები - 16 მლნ 853 ათასი ლარი.
სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2 მლრდ 125 მლნ ლარი, საიდანაც 1 მლრდ 375 მლნ ლარით ძირი დაიფარება, ხოლო 750 მლნ ლარი პროცენტის თანხაა.
მთავრობის საშინაო ვალი
საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მთავრობის შიდა ვალის წმინდა ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 1 მლრდ 500 მლნ ლარია.
შესაბამისად, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთავრობის საშინაო ვალის ზღვრული მოცულობა 9 მლრდ 950 მლნ ლარი იქნება.
2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს სახელმწიფო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას (სებ-ის მიმართ ვალი) 40 მლნ ლარის ოდენობით. სახელმწიფო საშინაო ვალდებულებების პროცენტის მომსახურებისათვის კი, 790 მლნ ლარია გათვალისწინებული.