LIVE

კაკაოს ცუდი მოსავლის გამო, შესაძლოა, შოკოლადი კიდევ გაძვირდეს

08 ოქტ 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 393
კაკაოს ცუდი მოსავლის გამო, შესაძლოა, შოკოლადი კიდევ გაძვირდეს

დასავლეთ აფრიკაში კაკაოს მოსავლის აღება იწყება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ცუდი მოსავალი შოკოლადის ფასს კიდევ უფრო გაზრდის

უამინდობისა და კოტ-დ'ივუარსა და განაში დაავადების გავრცელების გამო, მიწოდების შესაძლო შეფერხების შიშით, გასულ წელს კაკაოს ფასები დაახლოებით 47%-ით გაიზარდა. დასავლეთ აფრიკის ამ ორ ქვეყანაზე გლობალურად კაკაოს მიწოდების ორი მესამედი მოდის. 

კლიმატზე ელ-ნინიოს გავლენის გამო, მიმდინარე სეზონზე სიტუაციის გაუარესებას და შემცირებულ მოსავალს ელიან. ელ-ნინიო ანომალიური, გლობალური კლიმატური მოვლენაა - თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში.

Rabobank-ისა და Marex-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დასავლეთ აფრიკის წარმოება 2023-24 წლების სეზონზე მნიშვნელოვნად შემცირდება. Marex-ის პროგნოზით, გლობალური დეფიციტი შეადგენს 279 000 ტონას, რაც წინა ორი დეფიციტის ჯამზე მეტია. 

ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ამჟამინდელი ვითარება შედარებით მძიმეა, თუ მომავალში სიტუაცია მკვეთრად არ გაუმჯობესდა. ფასის შემდგომმა ზრდამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოხმარებაზე.

ტოპ მწარმოებლებმა, როგორიცაა Hershey და Lindt & Spruengli, ფასების შემდგომი ზრდის შესახებ უკვე განაცხადეს. 

ნიუ-იორკის კაკაოს ფიუჩერსებმა სექტემბრის შუა რიცხვებში 12-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.