
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში ასაკობრივი პენსიის ზრდა არის გათვალისწინებული.
ღარიბაშვილის განმარტებით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 50 ლარით მოიმატებს და 415 ლარი გახდება, 70 წლამდე პირთა პენსია კი 20 ლარით გაიზრდება და 315 ლარით განისაზღვრება.
"იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით.
აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის რეალური შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი", - თქვა ღარიბაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა დღეს განიხილავს 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც შედეგ პარლამენტში გადააგზავნის.