
შემოსავლების სამსახურის (RS) ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე პასპორტის წამკითხველი უახლესი მოწყობილობები განთავსდება.
უწყებაში განმარტავენ, რომ პუნქტების უახლესი წამკითხველით აღჭურვა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დახმარებით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ უახლესი აღჭურვილობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ერთდროულად გადაეცათ.
საბაჟო დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ სიჭინავას განცხადებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, უწყების მოდერნიზაციის მიმართულებით, არაერთი დახმარება განხორციელდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის ადმინისტრირების პროცესში.