
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.54 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6832 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.11 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8270 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 29 სექტემბრის ჩათვლით იქნება.