
კრემლის განცხადებით, რუსეთს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასა და მის მოკავშირე სახელმწიფოებთან (OPEC+) ნავთობის მიწოდების ზრდის საკითხი არ განუხილავს. თუ რუსეთი ნავთობის მიწოდებას გაზრდიდა, ეს საწვავის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის კომპენსაცია იქნებოდა.
ბოლო თვეებში რუსეთს ბენზინისა და დიზელის დეფიციტი ჰქონდა. მოვაჭრეების თქმით, საწვავის ბაზარს რუსეთში რამდენიმე დაბრკოლება ჰქონდა; მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში საწვავის შენახვა, შეფერხებები სარკინიგზო გზებზე და ასევე, რუბლის გაუფასურება. სწორედ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შეზღუდა რუსეთმა საწვავის ექსპორტი.
გარდა ამისა, რუსეთს ნათქვამი აქვს, რომ წლის ბოლომდე ნავთობის ექსპორტს დღეში 300 000 ბარელამდე შეამცირებს.