LIVE

ღარიბაშვილი: „ალასანიას უნივერსიტეტმა“ სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერაზე უარი გვითხრა

28 სექ 202315:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 567
ღარიბაშვილი: „ალასანიას უნივერსიტეტმა“ სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერაზე უარი გვითხრა

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სწავლის ღირებულების გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების განულებაზე საქართველოს უნივერსიტეტმა მთავრობას უარი უთხრა.

მისი განმარტებით, საქართველოს უნივერსიტეტს, აგრარულ უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს სახელმწიფო შესთავაზებს, რომ ამ დავალიანებას იყიდის.

„სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, რომ სტუდენტებისთვის დავალიანება ჩამოეწერა.

მეორე იყო ბენდუქიძის უნივერსიტეტი. მათ უარი გვითხრეს დავალიანების განულებაზე. რა თქმა უნდა, ამ უნივერსიტეტებს შევთავაზებთ, რომ ვიყიდით დავალიანებას და ჩვენ ჩამოვაწერთ, ჩვენ ავუნაზღაურებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ინფორმაციისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სწავლის ღირებულების გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების გასანულებლად, კერძო უნივერსიტეტებს, სახელმწიფო ვალის დაახლოებით 20%-ს აუნაზღაურებს, რასაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები არ დათანხმდნენ.