LIVE

სემეკმა „სოკარ ჯორჯია გაზი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

28 სექ 202314:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 272
სემეკმა „სოკარ ჯორჯია გაზი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, მომსახურების ხარისხის წესების დარღვევის გამო, 50 000 ლარით დააჯარიმა. 

უწყების თანახმად, „სოკარ ჯორჯია გაზმა“ გეგმიური წყვეტის შესახებ მომხმარებლების ინფორმირების ვალდებულება არ დაიცვა.  

"მიმდინარე წლის 5 მაისს, სემეკში შევიდა მოქალაქის განცხადება, რომელიც შეეხებოდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ სოფელ სართიჭალაში აბონენტებისთვის გაზმომარაგების გაუფრთხილებლად შეწყვეტას.

სემეკის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „კომერციული მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სემეკის ადმინისტრირებით შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში გეგმური წყვეტის შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად დარღვევებით დააფიქსირა და არ შეასრულა გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულება", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში. 

სემეკის განმარტებით, „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი დარღვევის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში დაჯარიმდება დაკისრებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.