
Axel-ი 29 სექტემბერს თბილისში ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება EBAN-თან (European Business Angel Network) და GBAN-თან (Global Business Angel Network) პარტნიორობით Tes Factory-ში (Artarea) გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან:
- ევროპელი, ამერიკელი და EECA რეგიონის ანგელოზი ინვესტორები;
- ქართველი ანგელოზი ინვესტორები;
- ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები;
- სტარტაპები და ანტრეპრენერები;
- მოწვეული სტუმრები.
„Axel-ის პორტფელში არსებული ტექნოლოგიური სტარტაპები აუდიტორიის წინაშე წარდგებიან და ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვას შეეცდებიან. კონფერენცია, ასევე, პანელური დისკუსიებისა და პრეზენტაციების ნაწილსაც მოიცავს, სადაც მოწვეული სპიკერები საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემაზე ისაუბრებენ“, - აცხადებენ Axel-ში.
საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე https://rb.gy/7ep0j შეუძლიათ. ხოლო მან, ვისაც სურს, რომ Axel-ის საინვესტიციო შეხვედრებს, როგორც ანგელოზი ინვესტორი დაესწროს, რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე უნდა გაიაროს: https://axelnetwork.org/register.
ინფორმაციისთვის, Axel-ი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, „ჭკვიანი ფულის“ ინვესტიციების ფასილიტაციით.
ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 80 ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს. Axel-ს ჯამში 2 000 000 ლარზე მეტი აქვს დაინვესტირებული ტექნოლოგიურ სტარტაპებში.