LIVE

ისრაელის მოქალაქეები აშშ-ში გამგზავრებას უვიზოდ შეძლებენ

27 სექ 202319:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 521
ისრაელის მოქალაქეები აშშ-ში გამგზავრებას უვიზოდ შეძლებენ

ისრაელი აშშ-ის უვიზო რეჟიმის პროგრამას შეუერთდა. 30 ნოემბრიდან ისრაელის მოქალაქეებს საშუალებას ექნებათ შეერთებულ შტატებში უვიზოდ იმოგზაურონ და ქვეყანაში 90 დღემდე ვადით დარჩნენ. 

აშშ-ის უვიზო რეჟიმის პროგრამაში დაახლოებით 40 ქვეყანაა ჩართული.

უვიზო რეჟიმის პროგრამაში ჩასასმელად, ვაშინგტონი ქვეყნებისგან მოითხოვს დააკმაყოფილონ მოთხოვნები ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცავი ორგანოების გამართული მუშაობა, იმიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, დოკუმენტების უსაფრთხოება და საზღვრის მართვა.