
პირველ ოქტომბერს "დინამო არენაზე" დაგეგმილი ბრუნო მარსის კონცერტის გამო, კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"პირველ ოქტომბერს, "დინამო არენაზე", ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული, ქართველი მსმენელისთვის ძალიან საყვარელი მომღერალი ბრუნო მარსი, თავის ბენდთან ერთად, მსმენელის წინაშე წარდგება. სასიხარულოა, რომ ეს მოვლენა ემთხვევა "თბილისობის" დღესასწაულს. როგორც "სთარრინგ ჯორჯიას" წინა კონცერტზე, ახლაც მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივდეს კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო კონცერტის ღამეს, 02:00 საათამდე", - თქვა კახა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, N306, 308, 311, 315, 320, 327, 381, 384, 386 ავტობუსები 20:00 საათიდან 02:00 საათამდე პიკის პერიოდში დაგეგმილი ინტერვალებით იმოძრავებენ.