
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“ სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის რ.მ-ს სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში (მისაბმელის იატაკში მოწყობილ სამალავში) 40 320 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (ე.წ. საღეჭი თამბაქო) აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 278 208 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.