LIVE

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

26 სექ 202317:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 661
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 26 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.51 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6732 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.56 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8325 ლარი გახდა.

აღნიშნული კურსები ძალაში 27 სექტემბრის ჩათვლით იქნება.