
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ზ.ჩ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: 106 აბი „Methadone 40“ და 14 კაფსულა „Galara“ (300 MG Pregabalin) აღმოაჩინეს.
უწყების განმარტებით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.