
დღეიდან ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი მანქანების რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტის/რეექსპორტის შესახებ აკრძალვა ძალაში შედის.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტებით, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, იკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში (COUCIL REGULATION (EU) 2023/1214).
აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველო ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტს შეუერთდა.
აშშ-დან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტის/რეექსპორტის აკრძალვა 1 აგვისტოდან მოქმედებს.