LIVE

ბლუმბერგი, ფინკი, აკმანი - ზელენსკი ნიუ-იორკში ამერიკელ ბიზნესმენებს შეხვდა

24 სექ 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 483
ბლუმბერგი, ფინკი, აკმანი - ზელენსკი ნიუ-იორკში ამერიკელ ბიზნესმენებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელესნკის, განცხადებით, იგი აშშ-ში ვიზიტისას ამერიკელ ბიზნესმენებს შეხვდა და მათთან ერთად უკრაინაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ ისაუბრა. 

ბიზნესმენთა შორის, რომელთაც ზელენსკი შეხვდა, იყვნენ მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი, Google-ის ყოფილი CEO ერიკ შმიდტი, New England Patriots-ის მფლობელი რობერტ კრაფტი, BlackRock-ის CEO ლარი ფინკი და მილიარდერი ბილ აკმანი. ზელენსკის თქმით, ისინი მზად არიან ომისაგან დასუსტებული უკრაინის აღდგენისთვის ქვეყანაში ინვესტიციები ჩადონ. 

"ამერიკელმა მეწარმეებმა და ბიზნესმენებმა დამიდასტურეს მზაობა ჩვენს ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებისთვის მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება და უსაფრთხოების გარანტია გვექნება," - განაცხადა ზელენსკიმ Telegram-ზე. "ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის გამარჯვებისა და აღდგენისთვის."

მიმდინარე კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი, გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტი კანადასაც ესტუმრა.