LIVE

გერმანიამ შესაძლოა პოლონეთთან სასაზღვრო კონტროლი დააწესოს

24 სექ 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 633
გერმანიამ შესაძლოა პოლონეთთან სასაზღვრო კონტროლი დააწესოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოუწოდებს პოლონეთის ხელისუფლებას, გამოიძიოს ინფორმაცია ოფიციალური პირების მიერ ასობით ათასი უკანონო სამუშაო ვიზის გაცემასთან დაკავშირებით. შოლცი პოლონეთის საზღვარზე კონტროლის აღდგენით იმუქრება. 

"სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებითი სასაზღვრო კონტროლის ზომები მივიღოთ," - აცხადებს შოლცი. აღსანიშნავია, რომ გერმანია და პოლონეთი ევროპის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წევრი ქვეყნები არიან.

პოლონური მედიის ინფორმაციით, გასული ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, ქრთამის საფუძველზე, აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან 250 000-მა მოქალაქემ მიიღო პოლონეთში მუშაობის უფლება. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აღნიშნულ მონაცემებს და აცხადებს, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მას სულ 268 სავიზო აპლიკაცია შეუვიდა. შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა, პოლონეთს ამ თემასთან დაკავშირებით "განმარტებების" წარდგენის ვადა სამ ოქრომბრამდე მისცა. 

აგვისტოში გერმანიაში 204 000-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 77%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გერმანული პოლიციის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში გერმანია-პოლონეთის საზღვარზე 12 000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავეს.