.jpg)
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.63 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6816 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.16 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8521 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 25 სექტემბრის ჩათვლით იქნება.