
2023 წლის 20 სექტემბერს Facebook-მა F-ის ლოგოში რამდენიმე ცვლილება შეიტანა.
კერძოდ, ლოგოში F-ის ვერტიკალური ხაზი უფრო მსხვილი გახდა, ჰორიზონტალური ხაზის მარცხენა ნაწილი - შედარებით დამოკლდა, ხოლო მარჯვენა - დაგრძელდა.
ლოგოს ცვლილება Facebook-ის რებრენდინგის სტრატეგიის ნაწილია. სოციალურ ქსელს ახლებური და თანამედროვე ციფრულ სამყაროსთან შესაბამისი სურვილები აქვს.
წარსულში Facebook-ს რამდენიმე ცვლილება ჰქონდა. კერძოდ, 2021 წლის ოქტომბერში იგი Meta-ს სოციალურ ქსელად ჩამოყალიბდა და სრულიად ახლებური ლოგო შეიძინა.