
2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში წარმოებული პროდუქცია ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გაიყიდა.
საქსტატის მონაცემებით, 8 თვეში საქართველომ რუსეთის ბაზარზე 365 მლნ 140 ათასი დოლარის ადგილობრივი წარმოების პროდუქტი გაყიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 18.9%-ია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 7%-ით გაიზარდა.
საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი პარტნიორების სამეული ასე ჩამოყალიბდა: რუსეთი (365.1 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (262.5 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (223.9 მლნ აშშ დოლარი).
იანვარ-აგვისტოში ადგილობრივ ექსპორტში პირველი პოზიცია სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. უფრო დეტალურად, უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში ასე გამოიყურება:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 406.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.1%);
- ყურძნის ნატურალურმა ღვინო - 168.8 მლნ აშშ დოლარი (8.7%);
- ფეროშენადნობები - 114.9 მლნ აშშ დოლარით (6%);
- აზოტოვანი სასუქები - 113.2 მლნ აშშ დოლარი (5.9%);
- ელექტროენერგია - 94 მლნ აშშ დოლარი (4.9%).
საქსტატის თანახმად, 8 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტმა ჯამში 4 მლრდ 079 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წლიური ზრდა 14.4%-ია.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 47.3% იყო. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 22.1%-ით შემცირდა და 1 მლრდ 931 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.