LIVE

საფრანგეთში ყოველთვიური სატრანსპორტო ბილეთი 49 ევრო ეღირება

15 სექ 202319:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 425
საფრანგეთში ყოველთვიური სატრანსპორტო ბილეთი 49 ევრო ეღირება

საფრანგეთში, მომდევნო ზაფხულიდან, ყოველთვიური სატრანსპორტო ბილეთი 49 ევრო ეღირება.

ბილეთი TER რეგიონულ სერვისებსა და საქალაქთაშორისო მატარებლებზე იმოქმედებს, ხოლო მგზავრობა ულიმიტო იქნება. TER-ის მატარებლები, რომლითაც ყოველდღიურად 1.1 მილიონი ადამიანი მგზავრობს, საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონებს აკავშირებენ ერთმანეთთან.

აღნიშნული სიახლის შესახებ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, კლემენტ ბონმა, განაცხადა: "ძალიან მარტივი იქნება. ნებისმიერი ასაკის ფრანგს ამ ბილეთის ყიდვა და ერთი თვით TER სერვისებსა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ულიმიტო წვდომა იაფად ექნება," - განაცხადა ბონმა. 

მისივე თქმით, ინიციატივა, რომლის მსგავსიც უკვე მოქმედებს გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, მიზნად ისახავს მატარებლების გამოყენების წახალისებას მოქალაქეებში. 

მსგავსი ინიციატივა მოქმედებს გერმანიაში, სადაც უკვე რამდენიმე თვეა ნებისმიერ ტრანსპორტზე, გარდა ჩქაროსნული მატარებლებისა, ყოველთვიური ბილეთი 49 ევრო ღირს.