
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 287 მლნ დოლარი (752.6 მლნ ლარი) გადმოირიცხა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გზავნილებმა 14.1%-ით (47.3 მლნ დოლარი) იკლო.
გასულ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, 60 მლნ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გზავნილები წლიურად 46%-ით შემცირდა.
TOP 10 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში საქართველოში ფულადი გზავნილები გადმოირიცხა, შემდეგია:
- რუსეთის ფედერაცია - $60.34 მლნ / წლიური კლება 46%;
- იტალია - $45.01 მლნ / წლიური ზრდა 23%;
- აშშ - $40.19 მლნ / ზრდა 38%;
- გერმანია - $20.35 მლნ / ზრდა 33%;
- საბერძნეთი - $19.88 მლნ / ზრდა 6%;
- ყაზახეთი - $18.71 მლნ / ზრდა 55%;
- ისრაელი - $16.77 მლნ / კლება 7%;
- თურქეთი - $9.01 მლნ / კლება 1%;
- ესპანეთი - $6.22 მლნ / ზრდა 12%;
- ყირგიზეთი - $4.87 მლნ / კლება 64%.
რაც შეეხება გადარიცხვებს, 2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ დოლარი გადაიგზავნა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 1%-ითაა შემცირებული.