LIVE

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ

15 სექ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 443
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება სრულად ჩამოეწერებათ. ღარიბაშვილის თქმით, ასეთი ქვეყანაში 30 000-მდე სტუდენტია, მათი ჯამური დავალიანება კი დაახლოებით 40 მილიონი ლარია.

"მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. მე მოვიკითხე ეს ინფორმაცია და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში.

ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება. ამიტომ, მე მინდა მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს: დავავალო განათლების მინისტრს და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენ სტუდენტს მიეცეთ საშუალება, რომ ამ ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შემდეგ კვლავაც შეძლონ მათ, გააგრძელონ სწავლა," - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.