LIVE

Colliers Georgia: ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი 20%-ით გაიზარდა

14 სექ 202315:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 513
Colliers Georgia: ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი 20%-ით გაიზარდა

ბათუმში 2023 წლის აგვისტოში 1 422 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 17%-ით იკლო და 56 მლნ დოლარს გაუტოლდა. 

Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემების თანახმად, ბათუმში გასულ თვეში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების კი - 41%-ით.  

აღსანიშნავია, რომ ახალაშენებული მედიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციებმა 29%-ით იკლო, ხოლო პრემიუმ და ეკონომ სეგმენტებში მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა. 

რაც შეეხება ფასს, ბათუმში აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ს ღირებულება 984 დოლარი იყო. ძველი ბინების შემთხვევაში კი ფასმა მხოლოდ 3%-ით, 728 დოლარამდე მოიმატა.