LIVE

სესხზე პროცენტი 186 632 მომხმარებელს შეუმცირდება

13 სექ 202313:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 382
სესხზე პროცენტი 186 632 მომხმარებელს შეუმცირდება

მონეტარული პოლიტიკის შერბილების შედეგად, სესხზე პროცენტი 186 632 მომხმარებელს შეუმცირდება.

დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე შეამცირა. 1 აგვისტოს მდგომარეობით, სწორედ 186 632 სესხია მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე. შესაბამისად, აღნიშნულ მსესხებლებს პირდაპირ შეუმცირდებათ სესხზე ყოველთვიური შენატანი. 

ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მოცულობა 11.4 მლრდ ლარია. აქედან 51% ბიზნეს სესხია, 32% იპოთეკური, ხოლო 17% სამომხმარებლო.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, განაკვეთის კლება მხოლოდ ნელი ტემპით გაგრძელდება.