
შოვში, სტიქიის ზონაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროისთვის, დადასტურებულად შოვის სტიქიას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები კვლავ ეძებენ ერთ ადამიანს.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.