
ნიუ-დელიში "დიდი ოცეულის" რიგით მე-18 სამიტი მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო - ჯგუფის მუდმივი წევრი აფრიკის კავშირი გახდა.
G20-ის სამიტი ინდოეთში და ასევე, სამხრეთ აზიაში პირველად იმართება. მას ჯო ბაიდენი, რიში სუნაკი და ემანუელ მაკრონი ესწრებიან. ღონისძიებაზე არ არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი. სამიტს მათი სახელით ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. რუსეთს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს.
ორი დღის განმავლობაში სამიტზე ლიდერები განიხილავენ სხვადასხვა საკითხს: მათ შორის კლიმატის ცვლილებას, სასურსათო უსაფრთხოებას და ღარიბი ქვეყნებისთვის ვალის რესტრუქტურიზაციას.