
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში, საქართველოსთვის უმსხვილესი უცხოური ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთმა მე-6 ადგილი დაიკავა.
კერძოდ, რუსეთიდან $28.1 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, რაც წლიურად 73%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ჯამური ინვესტიციების 5.5%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ინვესტიციები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. პირდაპირმა ინვესტიციებმა 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამურად $56.4 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 613%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის II კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- გაერთიანებული სამეფო - $168.3 მლნ / მთლიანი ინვესტიციების 33.3%
- თურქეთი - $71 მლნ / 14%
- ნიდერლანდები - $62.7 / 12.4%
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის შემდეგ, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, რუსეთიდან ინვესტიციები 20%-ით გაიზარდა.