LIVE

Huawei-მ Mate 60 Pro+ სმარტფონის წინასწარი გაყიდვები დაიწყო

09 სექ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 674
Huawei-მ Mate 60 Pro+ სმარტფონის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
James Park/Bloomberg

ჩინეთის Huawei Technologies-მა დღეს Mate 60 Pro+ სმარტფონის წინასწარი გაყიდვები დაიწყო

ცნობილია, რომ ტელეფონს Mate 60 Pro-სთან შედარებით უფრო დიდი შიდა მეხსიერება აქვს. განახლებული Pro+ იყენებს ჩინეთის Beidou სატელიტური შეტყობინებების სისტემას, რითაც ჩინეთი ამაყობს.

Mate 60 Pro-მ საერთაშორისო ყურადღება ჩინეთში დამზადებული პროცესორით და სხვა კომპონენტებით მიიპყრო, რამდენადაც ეს ქვეყნის ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშნად იქნა მიჩნეული.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა, რომელსაც Huawei-სა და ჩიპების მწარმოებელ SMIC-სთვის არაერთი სანქცია აქვს დაწესებული, აცხადებს, რომ Huawei-ის ახალ ნახევარგამტარულ ტექნოლოგიას იძიებს.